
BTU-ის სტუდენტური კვლევითი საგრანტო კონკურსი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აცხადებს სტუდენტური კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით.
კონკურსის მიზანია სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევითი კომპეტენციების განვითარება, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ხელშეწყობა და ინოვაციური კვლევითი იდეების მხარდაჭერა.
კონკურსის პრიორიტეტული თემატური მიმართულებებია:
- AI, შრომის ბაზარი და ციფრული ეკონომიკა — პროფესიული უნარები, დასაქმება და ეკონომიკური ტრანსფორმაცია;
- AI ბიზნესსა და მეწარმეობაში — AI-ის დანერგვა ორგანიზაციებში, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციები;
- პასუხისმგებლიანი და სანდო AI — ეთიკა, ალგორითმული მიკერძოება, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და რეგულირება;
- გამოყენებითი AI და მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციები — მანქანური სწავლება, მონაცემთა მეცნიერება, პროგნოზირება და პრაქტიკული გადაწყვეტილებები, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინანსების, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მდგრადი განვითარების სფეროებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბტუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც დადგენილი ფორმებისა და ვადების დაცვით წარმოადგენენ კვლევით პროექტს.
პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2–6 თვეს.
პროექტის მაქსიმალური დაფინანსება: 1,000 ლარი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ნოემბერი, 18:00 საათი.
საკონკურსო განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: [email protected].
დამატებითი ინფორმაციისთვის და შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ BTU-ის კვლევების ცენტრს: [email protected].
კონკურსის პირობები და ფორმები:
- კონკურსის პირობები (დანართი 1);
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
- კვლევის ხელმძღვანელისა და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (დანართი 3) ;
- საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი 4);
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის ფორმა (დანართი 5);
- პროექტის ბიუჯეტისა და მის დასაბუთების ფორმა (დანართი 6);
- კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი.
კონკურსის შესახებ, მათ შორის პროექტის რეგისტრაციის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცანით კონკურსის პირობებს!!!


