2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ქართულენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების ეტაპები, ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები
2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ქართულენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების ეტაპები, ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები:
| ბაკალავრიატი | ||
| ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა |
| I | 04.09.2026 ჩათვლით | აბიტურიენტები რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდნენ ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 0162, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected]; საკონტ. ტელ.: (+995 32) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
ბტუ-ში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი); • 3×4 ფოტოსურათი და მისი ელექტრონული ვერსია – მოქმედი ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული წესით; • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; • სრული ზოგადი განათლების ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; • უცხო ქვეყანაში გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი; • ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში – ქართული ენის ცოდნის მოქმედი წესით დადასტურება; • სამოტივაციო წერილი (ბტუ-ში სწავლის სურვილის დასაბუთება); • კანონმდებლობით, პროგრამით ან მიღების შესახებ განცხადებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. |
| II | 08.09.2026 | კანდიდატებთან გასაუბრება |
| III | 09.09.2026 | გასაუბრების შედეგების გაცნობა |
| IV | 10.09.2026 | გასაუბრების შედეგების გასაჩივრება |
| V | 14.09.2026 | საბოლოო შედეგების გაცნობა |
| მაგისტრატურა | ||
| ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა |
| I | 04.09.2026 ჩათვლით | მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდნენ ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 0162, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected]; საკონტ. ტელ.: (+995 32) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
ბტუ-ში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი); • 3×4 ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია – მოქმედი წესით განსაზღვრული რაოდენობით; • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; • შესაბამისი უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული თარგმანი/აღიარების დოკუმენტი; • უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციით სასწავლო კურსების, კრედიტების, შეფასების სისტემისა და სწავლების საფეხურის შესახებ; • სამოტივაციო წერილი (ბტუ-ში სწავლის სურვილის დასაბუთება); • პროგრამის წინაპირობებით ან მოქმედი მარეგულირებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. |
| II
|
07.09.2026 | ინგლისური ენის გამოცდა და შედეგების გაცნობა |
| 08.09.2026 | ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება | |
| 09.09.2026 | ინგლისური ენის გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება | |
| III
|
10.09.2026 | სპეციალობის გამოცდა და შედეგების გაცნობა |
| 11.09.2026 | სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება | |
| 14.09.2026 | სპეციალობის გამოცდის საბოლოო შედეგების გაცნობა | |
| IV
|
15.09.2026 | კანდიდატებთან გასაუბრება |
| 16.09.2026 | გასაუბრების შედეგების გაცნობა | |
| 17.09.2026 | გასაუბრების შედეგების გასაჩივრება | |
| 18.09.2026 | საბოლოო შედეგების გაცნობა | |