Women in AI 2.0 ქალთა ტექნოლოგიური განათლებისა და პროფესიული განვითარების მასშტაბური პროექტია, რომელიც BTU-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის – UN Women Georgia – თანამშრომლობით ხორციელდება და წარმოადგენს „500 Women in Tech“ ინიციატივის გაგრძელებას.
პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით 16 წლისა და უფროსი ასაკის ქალებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროებში ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობების შექმნა. Women in AI 2.0 ხელს უწყობს ქალთა ჩართულობის გაძლიერებას ტექნოლოგიურ სფეროში და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ თანამედროვე, სწრაფად განვითარებადი და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიმართულებები.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ ოთხ ტექნოლოგიურ მიმართულებას: ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence), Frontend Development, Data Science და Software Products Testing. თითოეულ მიმართულებაზე შეირჩევა 25 ბენეფიციარი, რაც პროექტის ფარგლებში ჯამში 100 მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა.
ხელოვნური ინტელექტის მიმართულება მოიცავს Linear Algebra-ს, Python-ს, Data Science-ს, Machine Learning-სა და Deep Learning-ს. მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებული სისტემების ძირითად პრინციპებს.
Frontend Development მიმართულება მოიცავს თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიებს, მათ შორის HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები განივითარებენ თანამედროვე ვებპროდუქტების შექმნისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.
Data Science მიმართულება მოიცავს Python-ს მონაცემთა მეცნიერებისთვის, მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას, SQL-სა და მონაცემთა ბაზებს, Pandas-ის გამოყენებით მონაცემთა ანალიზს, მონაცემთა ვიზუალიზაციას, სტატისტიკასა და Machine Learning-ის საფუძვლებს.
Software Products Testing მიმართულების ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლს (SDLC), QA-ის საფუძვლებსა და ტესტირების პრინციპებს, Test Case-ების შექმნასა და დოკუმენტირებას, Manual Testing-ის ტექნიკებს, Bug Reporting-ს, Jira-სა და Test Automation-ის საფუძვლებს.
პროექტის სასწავლო პროგრამები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნასა და პრაქტიკულ მიდგომებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ შესაბამის სფეროში საჭირო უნარები და უკეთ გაეცნონ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიულ შესაძლებლობებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ BTU-ის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის შეფასება. შეფასებისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარადგენენ B1 დონის ან შესაბამისი დონის საერთაშორისო ინგლისური ენის სერტიფიკატს – IELTS, TOEFL ან FCE – ან უნივერსიტეტის დიპლომს, რომელიც ადასტურებს, რომ სწავლების ენა ინგლისური იყო.
ლექტორები
ირაკლი კერელეიშვილი – Data Science
ირაკლი კერელეიშვილი არის კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტი. მან დაამთავრა University of the Thai Chamber of Commerce-ის საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერების ორმაგი სპეციალიზაციით. ირაკლის აქვს პროფესიული გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების, მონაცემთა ინჟინერიის, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მას ასევე აქვს სტუდენტებთან სწავლებისა და მენტორობის გამოცდილება და აქტიურად უზიარებს ცოდნას ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალ თაობას.
მარიამ გოგინავა – Software Products Testing
მარიამ გოგინავა არის GeoSTQB-ის ვიცე-პრეზიდენტი, უფროსი ავტომატიზაციის ინჟინერი და B2B QA კონსულტანტი. მას აქვს 6 წელზე მეტი გამოცდილება მანუალური, ავტომატიზებული და API ტესტირების მიმართულებით. მარიამი ასევე არის BTU-სა და საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და აქტიურად უზიარებს ცოდნას QA სპეციალისტების ახალ თაობას. იგი არის ISTQB® Academia Recognition Badge-ის მფლობელი და საერთაშორისო კონფერენციების სპიკერი.
გიორგი კურტანიძე – Artificial Intelligence
გიორგი კურტანიძე არის Software Engineer, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, მონაცემებზე დაფუძნებული სისტემებისა და FinTech-ის მიმართულებით მუშაობს. ის ამჟამად Autopilot-ში AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებსა და გადახდის ინფრასტრუქტურაზე მუშაობს. კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით მიღებული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების პარალელურად, გიორგი რამდენიმე წლის განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას.
ქეთევან გაგუა – Front-End Development
ქეთევან გაგუა არის Front-End Developer და ლექტორი, რომელსაც აქვს ვებ დეველოპმენტის სფეროში 4 წელზე მეტი და ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით 3 წელზე მეტი გამოცდილება. 3 წელზე მეტია, ის Front-End Development-ს ასწავლის BTU-ში, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, EduCity-სა და KiberOne-ში. Erasmus+ პროექტის ფარგლებში მუშაობდა Ostim Technical University-ში, თურქეთში, სადაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის Front-End Development-ის ლექციებს ატარებდა.
მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალთა გაძლიერებას ტექნოლოგიურ სფეროში. ქეთევანი აქტიურად არის ჩართული BTU-ის საგანმანათლებლო ინიციატივებში, მათ შორის Women Mentorship in Tech Programmes, Women in AI და კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალებს Front-End Development-ის მიმართულებით პრაქტიკულ ცოდნას უზიარებს.