ინდივიდუალური საკონსულტაციო სერვისების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოცემულ ელ-ფოსტაზე: career@btu.edu.ge
იპოვე სასურველი დასაქმების ან სტაჟირების შესაძლებლობა
კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მუდმივად უზიარებს ინფორმაციას დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ. შეთავაზებული პოზიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ აკადემიურ პროგრამებთან და პროფესიულ ინტერესებთან, რაც უზრუნველყოფს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
შექმენი რეზიუმე და მოამზადე სამოტივაციო წერილი
კარიერული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორად შედგენილი რეზიუმეა.გაეცანი BTU-ს გზამკვლევს რეზიუმეს სწორად შედგენის შესახებ და გაიგე მეტი:
სამოტივაციო წერილი წარმოადგენს დამატებითი სახის ტექნიკურ დოკუმენტს, რომელიც კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს, რელევანტური ინფორმაციის ასახვით პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოს ინტერვიუერზე.გაეცანი BTU-ს გზამკვლევს სამოტივაციო წერილის დაწერის შესახებ და გაიგე მეტი:
გამართე LinkedIn-ის პროფილი
კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს პროფესიონალურ მხარდაჭერას LinkedIn-ის პროფილის მოსამზადებლად, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ პროფესიული პროფილის ოპტიმიზაცია და კარიერული მიზნების შესაბამისი კონტენტის შექმნა.
მოემზადე ინტერვიუსთვის
ინტერვიუ წარმოადგენს შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპს, რომელზეც კანდიდატს შესაძლებლობა ეძლევა, პირისპირი კომუნიკაციის საფუძველზე დაარწმუნოს ინტერვიუერები საკუთარი კანდიდატურის რელევანტურობაში. გაეცანი BTU-ს გზამკვლევს ინტერვიუს შესახებ: