ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში!
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები/სტიპენდიები BTU აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ნორვეგია
მიმართულებები: მენეჯმენტი, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება, ციფრული მარკეტინგი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ან ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის/ პერსონალის კვირეულში მონაწილეობის მიღება
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
ლუბლინის ეკონომიკისა და ინოვაციების უნივერსიტეტი, პოლონეთი
მიმართულებები: ფინანსები, მენეჯმენტი, ბიზნესი, ფსიქოლოგია, BTU-ს ადმინისტრაციული პერსონალი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ან ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (პერსონალის კვირეული)
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა
მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მენეჯმენტი, ბიზნესი, ციფრული მარკეტინგი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ან ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 4-8 მაისი, 2026 წელი (Global Faculty Week – Universities at the Crossroad: Navigating Global Challenges and the Future of Learning)
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
ბელგრადის საბანკო აკადემია, სერბეთი
მიმართულებები: ფინანსები, მენეჯმენტი, ბიზნესი, ეკონომიკა
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ან ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,პოლონეთი
მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი, BTU-ს ადმინისტრაციული პერსონალი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ან ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის/პერსონალის კვირეულში მონაწილეობის მიღება
მობილობის პერიოდი: 18-22 მაისი, 2026 (პერსონალის კვირეული)
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა არაუგვიანეს ა/წ 22 დეკემბრის 13 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: erasmusplus@btu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- პუბლიკაციების სია (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1 – აკადემიური პერსონალისთვის, დანართი 2 – ადმინისტრაციული პერსონალისთვის)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და erasmusplus@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ erasmusplus@btu.edu.ge-ზე.
- ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ ლექტორებს, რომელთაც რამდენიმესემესტრიანი უწყვეტი თანამშრომლობა აკავშირებთ უნივერსიტეტთან.