
მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს.
მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ESMOD მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებს ეტაპობრივად განახორციელებს. აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი პარიზში ESMOD-ის კამპუსში მოეწერა.
კურსების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ESMOD-ის ლექტორები, ტრენერები, მოდის საერთაშორისო ექსპერტები, ESMOD-ის მოწინავე კურსდამთავრებულები და ადამიანები, რომლებიც დღედღეობით საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ მოდის სფეროში. მათ შორის, ცნობილი მოდელი – თაკო ნაცვლიშვილი და დიზაინერი ნინა გავაშელი, რომლებიც BTU – სთან პარტნიორობით პროექტის ინიციატორებიც არიან.
მათი ჩართულობა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ მსოფლიო მოდის სფეროში არსებულ გამოწვევებს და გამოცდილებას. სტუდენტებს მათი მხარდაჭერა უწყვეტად ექნებათ, რაც სტაჟირებებსა თუ სხვა დასაქმების შესაძლებლობების გაჩენაშიც დაეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გამოცდილება მიიღონ როგორც ქართულ მოდის სახლებში და მოდის რითეილში, ასევე ლექტორების დახმარებით საერთაშორისო მოდის ქალაქებში გაიარონ სტაჟირება.
ESMOD მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც 175 წელზე მეტია ოპერირებს მოდის ინდუსტრიაში და 13 ქვეყანაში 20 სკოლას ფლობს. მის კურსდამთავრებულებს შორის არიან Jacquemus, Olivier Rousteing, Alexandre Vauthier, Vestiaire Collective-ის დამფუძნებელი Sophie Hersan და სხვა. საქართველოში საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები განხორციელდება 2025 წლის გაზაფხულიდან. პროგრამა მოიცავს 3 სხვადასხვა 8-კვირიან კურსს, დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი ან გაიარონ სრული კურსი. სრული პროგრამის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება. ფასი: 4900 EUR ( ექვივალენტი ლარში)
აღსანიშნავია, რომ 3 კურსიდან ერთ-ერთზე The Fashion Market დაინტერესებული პირებისთვის
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და სწავლა 2025 წლის მარტში დაიწყება.
The Fashion Market, 60 საათიანი პროგრამაა და შედგება 5 მოდულისგან:
- TRENDS;
- FASHION CULTURE;
- MARKETING – STORYTELLING;
- MARKETING – POSITIONING;
- PRODUCT TYPOLOGY.
პროგრამის ღირებულებაა 1700 EUR. (ექვივალენტი ლარში)
Creative Process Management 60 საათიანი პროგრამაა და შედგება 4 მოდულისგან:
- COLLECTION PROCESS
- CREATIVE PROCESS
- TEXTILE DESIGN
- TECHNICAL DESIGN
პროგრამის ღირებულებაა 1700 EUR (ექვივალენტი ლარში)
From Market to Consumer 72 საათიანი პროგრამაა და შედგება 6 მოდულისგან:
- COLLECTION PLAN
- NEW TRENDS AND CONSUMPTION MODES
- COMMUNICATION STRATEGY
- MARKETING – DIGITAL
- VISUAL MERCHANDISING
- CUSTOMER EXPERIENCE
პროგრამის ღირებულებაა: 1900 EUR ( ექვივალენტი ლარში)
კურსების მოთხოვნები: პროგრამაზე მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, ვისაც კარიერა მოდის ინდუსტრიაში სურს. აუცილებელია მინიმუმ B1 ინგლისური ენის ცოდნა.