
ESMODxBTU თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ალბან ადამის მასტერკლასი გაიმართა.
ESMODxBTU თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ალბან ადამის მასტერკლასი გაიმართა.
მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით კონსულტანტმა ალბან ადამმა, რომელიც მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Mugler, Diesel, Balenciaga, გამართა მასტერკლასი თემაზე: „მოდის კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში: სიმბოლოები, ნიშნები და ისტორიები“ და მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება ბრენდის დამაჯერებელი ნარატივების, სიმბოლოებისა და სტრატეგიების შექმნის შესახებ.
ESMOD მსოფლიოს წამყვანი ფრანგული მოდის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით სასერტიფიკატო კურსებს ეტაპობრივად განახორციელებს.