პროექტის შესახებ
Tech Women Community არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში მათი გაძლიერების მიზნით, როგორც უნარების განვითარების, ისე თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და კარიერული ზრდის მხარდაჭერის გზით. ინიციატივის მისიაა ქალთა წარმომადგენლობისა და ჩართულობის გაზრდა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, რათა შეიქმნას უფრო მრავალფეროვანი და ინოვაციური ეკოსისტემა.
2025 წლის განმავლობაში ქომიუნითიში 250-მდე ქალი გაწევრიანდა, რომლებიც მთელი წელი ესწრებოდნენ მასტერკლასებს, ტრენინგებსა და სხვა სახის ღონისძიებებს როგორც ICT მიმართულებით, ისე პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხით.
წევრობა
Tech Women Community-ში გაწევრიანება ფასიანია. წევრობის წლიური მოსაკრებელი, სიმბოლურად, 50 ლარს შეადგენს და გადახდა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ისე ორ ნაწილად გაყოფის გზით (25-25 ლარის ოდენობით).
წინარე გამოცდილებისა და თითოეულ წევრზე უფრო მეტად მორგებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით Tech Women Community-ს ახალი ეტაპისთვის წევრები კატეგორიზდებიან ICT სექტორში მათი გამოცდილების შესაბამისად, კერძოდ:
Spark Member – 0-1 წელი
Explorer – 2-5 წელი
Changemaker – 6+ წელი
Tech Women Community-ში გაწევრიანება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალს 18 წლიდან ზემოთ. მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
Tech Women Community-ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ საქართველოში მცხოვრებ 18+ ქალს. მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
შეთავაზებული აქტივობები
Spark Member (0-1წელი)
- Networking სესიები Changemaker წევრებთან
- iamtheCODE პლატფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა
- კარიერული განვითარების მიმართულებით სესიები
- რბილი უნარების/ლიდერობის ტრენინგები
- შრომითი უფლებების ტრენინგი
- სექსუალური შევიწროების თემაზე ტრენინგები
- ციფრული პორტფოლიოს შექმნის ვორქშოპი
- Webiz დასაქმების პლატფორმის საინფორმაციო შეხვედრა
- სტრესის მართვის ტრენინგი/შეხვედრები ფსიქოლოგთან
Explorer (2-5 წელი)
- სტრატეგიული ბიზნეს კომუნიკაციების ტრენინგი
- ტრენინგები, თუ როგორ გახდნენ Senior რანგის პროფესიონალები
- Networking სესიები ინდუსტრიის ლიდერებთან
- გუნდის მართვის ტრენინგები
- დასაქმების ფორუმები
- მოლაპარაკებების მართვის ტრენინგები
- შეხვედრები Headhunter-ებთან
- ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსი/შეხვედრები ფსიქოლოგთან
Changemaker (6+ წელი)
- შეხვედრები Harvard, Oxford, MIT, WEF წარმომადგენლებთან
- Peer-to-peer მენტორობა
- შრომითი უფლებების ტრენინგი
- სექსუალური შევიწროების თემაზე ტრენინგები
- ლექტორების აკადემია
- სტრესის მართვის ტრენინგი/შეხვედრები ფსიქოლოგთან
- რბილი უნარების/გუნდის მართვის/ლიდერობის ტრენინგები
- ქოუჩინგის უნარების ტრენინგი
- DEI & HR პოლიტიკის ტრენინგი
- ეფექტური კომუნიკაციების ტრენინგი
Community Ambassador
Tech Women Community ექსკლუზიურ ბენეფიტებს სთავაზობს იმ წევრებს, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ კომუნის მიზნების განხორციელებაში; კერძოდ, მათ გარშემო მყოფ ქალებს გააცნობენ ICT სფეროს, პოპულარიზაციას გაუწევენ აღნიშნულ კომუნას და მათი სახელით მინიმუმ 5 ქალი შემოუერთდება ერთობლივ ინიციატივას.
ექსკლუზიური ბენეფიტები მოიცავს:
- წევრობის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება
- წლის განმავლობაში 10 უფასო შესვლა ბტუ-ის სამუშაო სივრცეებში
- წლის განმავლობაში 2 უფასო შესვლა დ ბლოკის სამუშაო სივრცეებში
- პერსონალური სტატია Entrepreneur Georgia-ში
- ბტუ-ის მიერ უწყვეტი განათლების ფარგლებში შეთავაზებული 400-მდე კურსიდან წელიწადში 2 კურსის გავლა სრული დაფინანსებით