LEAD4Peace ბანაკი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ახალგაზრდებისთვის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს LEAD4Peace ბანაკის მონაწილეთა შერჩევას საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
LEAD4Peace ბანაკი (Leadership, Entrepreneurship, AI, and Dialogue for Peace Camp) წარმოადგენს კონფლიქტით დაზარებულ ახალგაზრდებს შორის ინტერკულტურული დიალოგის, თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივების გაზიარების და ციფრული უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. LEAD4Peace ბანაკი ჩატარდება საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 24-28 თებერვალს. LEAD4Peace ბანაკი დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD )მიერ ევროკავშირის ფონდიდან და მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს, სასწავლო მოდულს, ერთობლივ პროექტზე მუშაობის ღონისძიებებს.
LEAD4Peace ბანაკის მიზანია მონაწილეთათვის ინტერკულტურული კომუნიკაციის საკვანძო საკითხების გაზიარება, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მრავალმხრივ დიალოგში ჩართვა, ლიდერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერება, მონაწილეთა ციფრული უნარების გაზრდა, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება…
LEAD4Peace ბანაკის სასწავლო მოდული მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაციის უნარები, ინტერკულტურული დიალოგი, მეწარმოეობა, ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები…
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 18-25 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას (B2 level), არიან მოტივირებული, რომ აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში, ისწავლონ და გაუზიარონ ცოდნა თანატოლებს, იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე, ხელი შეუწყონ რეგიონში მდგრადი მშვიდობის და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებას.
LEAD4Peace ბანაკში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია DAAD-ის მიერ ევროკავშირის ფონდიდან. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე (თბილისის დროით) შემდეგი სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით.
LEAD4Peace ბანაკში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 15 მონაწილე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@btu.edu.ge