ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას აფილირებული აკადემიური პერსონალის აყვანის მიზნით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას აფილირებული აკადემიური პერსონალის აყვანის მიზნით
დაიწყო განაცხადების მიღება შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ II ტიპის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით, ბტუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, შემდეგი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებით:
- ციფრული ეკონომიკა
- ციფრული მარკეტინგი
- მეწარმეობა და ინოვაციები
- ხელოვნური ინტელექტი
- ინფორმაციული სისტემების მართვა
- კიბერუსაფრთხოება
- განათლების ტექნოლოგიები
- ჯანდაცვის ტექნოლოგიები
- ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში
- მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი ბიზნესი
- აგრარული ტექნოლოგიები
- სამართლის ტექნოლოგიები
- ფინანსები
- ფსიქოლოგია
- უსაფრთხოების კვლევები
აფილირების მსურველი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმებია:
- განაცხადის შემოტანის მონაწილეობისას ბტუ-ში აკადემიური თანამდებობის დაკავება;
- აფილირების მსურველი პირის შერჩევისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიერ ინდივიდუალური დატვირთვის სქემაში მითითებული აქტივობები და შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან აფილირების მსურველი პირის კვალიფიკაციის შესაბამისობა.
აფილირების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე ბტუ-ს ფორმით;
- შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა);
- განახლებული CV (ბტუ-ს ფორმით), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, მის მიერ შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან შესაბამისობა.
განაცხადების მიღებასთან დაკავშირებული ვადებია
- განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – არაუგვიანეს 10.12.2024;
- განაცხადების მიღება: 16.12.2024– 10.01.2025 (18:00 საათი);
- განაცხადების შესწავლა: 13.01.2025-16.01.2025;
- აფილირების შეთანხმებების გაფორმების თაობაზე წარდგინება: არაუგვიანეს 17.01.2025.
ინფორმაცია აფილირების წესის და დამატებითი პირობების, განაცხადების განხილვის, საბოლოო შედეგების შესახებ და შესავსები ფორმები იხილეთ ბტუ-ს ვებგვერდზე (www.btu.edu.ge);
აფილირების განაცხადები მიიღება ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]);
აფილირების განაცხადების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე;
აფილირების განაცხადების მიღებასა და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოებს ელ.ფოსტაზე – [email protected].