30 კომპანია და 100 ზე მეტი ვაკანსია – BTU-ს სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის კიდევ ერთი დასაქმების ფორუმი გაიმართა. BTU გახლავთ უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, სასწავლო წლის დასასრულს მათ კიდევ ერთი საკმაოდ მასშტაბური დასაქმების ფორუმი შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ფორუმზე სპეციალურად სტუდენტებისთვის წარმოდგენილი იყო როგორც საზაფხულო, ისე რეგულარული ფორმატის სტაჟირების პროგრამები, ასევე ვაკანსიები ნახევარი და სრული განაკვეთით. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ წარმოდგენილი დისტანციური დასაქმების შესაძლებლობებიც.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. მათ შორის გახლდათ: Epam Georgia, HT Solutions, Gegidze Agency, Kudos Georgia, Nexia TA, Diplomat Georgia, Tegeta Motors, Grant Thorton Georgia, Basis Bank, Pepsico, BDO, Efes Georgia, Gepra, Kraken, Bank of Georgia, Pasha Bank Georgia, JSC Hash Bank, Moore abc, Zoomer, Bank of Georgia, Solvit, Girteka, Citadeli, Travel Guide, Micro Business Capital, National Statistics office of Georgia, Palitra media holding. საერთო ჯამში დასაქმების ფორუმში 30 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაც სტუდენტებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აქტიურად ზრუნავს როგორც დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემაზე, ასევე სტუდენტების სწავლის პარალელურად, რიგ შემთხვევაში პირველივე სემესტრიდან დასაქმებაზე. ამ მიზნით უნივერსიტეტში შექმნილია კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც თითოეულ სტუდენტთან აქტიურად თანამშრომლობს და მის კარიერულ განვითარებას უწყობს ხელს.