ხელოვნური ინტელექტის და კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი, 15 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელონვური ინტელექტის ჰაკათონი,
15 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
ჰაკათონის თემაა: ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ და მისმა შესაძლებლობებმა, ნათლად გამოავლინა სხვადასხვა სექტორში მისი ინტეგრაციის მნიშნველობა. მათ შორის არის კიბერუსაფრთხოება, სადაც ერთის მხრივ, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება საფრთხედ ჩაითვალოს, ამავდროულად ის შეიძლება გამოყენებული იქნას საფრთხეების პრევენციისთვის.
მიმდინარე ჰაკათონიც სწორედ ამ გამოწვევის გადაჭრის ინოვაციური გზების შექმნის მიზნით ხორციელდება. ჰაკათონის ფარგლებში, სტუდენტურმა გუნდებმა უნდა შექმნან ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომელთა ინტეგრაციას კიბერუსაფრთხოების სფეროში მოახდენენ, რომლითაც შეძლებენ კიბერრისკების შემცირებას და ზოგადად გააუმჯობესებენ კიბერუსაფრთხოების სერვისებს.
მნიშვნელოვანია ასევე ისიც რომ ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს ეყოლებათ მენტორები, რომლებიც გაუწევენ კონსულტაციას უშუალოდ მუშაობის პროცესში.
ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და გაგრძელდება 10 ივნისამდე.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. გუნდი ავსებს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც თავიანთი კონკრეტული პროექტის (AI-სა და კიბერუსაფრთხოების) აღწერას წარმოაჩენს;
პროექტების გამოგზავნის შემდეგ, გუნდებს ექნებათ ინდივიდუალური გასაუბრება მენტორებთან, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება მეორე ტურში გადასული გუნდების სია. მეორე ტურში გადასული გუნდები კი უშუალოდ დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე;
15 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდი გადანაწილდება 3 გამარჯვებულზე:
- 1 ადგილი – 7000 ლარი;
- 2 ადგილი – 5 000 ლარი;
- 3 ადგილი – 3 000 ლარი.
გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.
აღსანიშნავია ასევე რომ მარათონის მონაწილეებისთვის BTU-ს MIT – Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში, ჩატარდება ჰაკათონთან დაკავშირებული ვებინარი.
ჰაკათონის პარტნიორები:
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია “Webiz“, ციფრული ბანკინგის პლატფრომა “Space International” და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია “Exadel”.