ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში
ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით ფართომასშტაბიანი პროექტი “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” ხორციელდება. წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის – Women Go Tech-ის ჩართულობით პროექტი 2024 წლის მარტიდან დაიწყო.
ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია 1100 ბენეფიციარის გადამზადება სამ ნაკადად, რომელშიც 320 ტრენერი/მენტორი ჩაერთვება.
პირველი ნაკადი: 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი
მეორე ნაკადი: 350 ბენეფიციარი და 100 მენტორი
მესამე ნაკადი: 650 ბენეფიციარი და 150 მენტორი
პროექტი გულისხმობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას, რათა შეიქმნას დასაქმების მეტი შესაძლებლობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში და აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა.
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს დამატებით ჩაუტარდებათ კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული სესიები.
ბენეფიციართა მომზადება/გადამზადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
მენტორობის მსურველები დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების მომზადება/მენტორინგი განხორციელდება რეგისტრაციის დროს არჩეულ ერთ-ერთ ტექ მიმართულებაში:
- Front-end დეველოპმენტი
- კიბერუსაფრთხოება
- გრაფიკული დიზაინი
- ციფრული მარკეტინგი
- UI/UX დიზაინი.
ბენეფიციართა პირველი ნაკადის რეგისტრაციის დაწყება: 22 აპრილი, 2024
რეგისტრაციის დასრულება: 21 მაისი, 2024; 16:00 საათი
პროგრამის/სწავლების განხორციელების განრიგი:
პირველი ნაკადი: ივლისი-ნოემბერი, 2024
მეორე ნაკადი: ივლისი-ნოემბერი, 2025
მესამე ნაკადი: ივლისი-ნოემბერი, 2026
- ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება
- ზოგადი და ტექნიკური უნარების შეფასების ტესტი
- ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი (მინიმუმ B1 დონე)
- სააპლიკაციო ფორმაში მითითებული სამოტივაციო წერილის შეფასება (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
ზოგადი და ტექნიკური უნარების ტესტისა და ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტის შედეგების საფუძველზე დგება აპლიკანტთა სარეიტინგო სია, რომლის მიხედვითაც მონაწილეები მიიღებიან შესაბამის ტექ მიმართულებებზე წინასწარ განსაზღვრული ქვოტის ფარგლებში.
სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა? (1 ქულა)
- რატომ გსურთ კონკრეტულად ამ ტექ მიმართულების მენტორობის პროგრამის გავლა? (1 ქულა)
- რა გავლენას მოახდენს თქვენ სამომავლო პროფესიულ გეგმებზე აღნიშნული პროექტი? (1 ქულა)
სააპლიკაციო ფორმაში მოცემული სამოტივაციო წერილი ფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების ეტაპზე აპლიკანტების ქულები თანაბარია.
პროექტის ბენეფიციარები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს პროექტის და პროექტის ბენეფიციარების თანამშრომლობის პირობებს, უფლება-მოვალეობებს, ვალდებულებებს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (მაგ. კურსიდან საპატიო ან/და არასაპატიო მიზეზით გამოთიშვა) პასუხისმგებლობის ზომებს/სახეებს.
კურსის წარმატებით დასრულების, დამატებითი სერვისებით სარგებლობისა და დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისთვის სავალდებულო წინაპირობაა: სალექციო/სამენტორო პროგრამაზე მინიმუმ 70%-იანი დასწრება, პროგრამით გათვალისწინებული შუალედური ტექნიკური დავალებებისა და ფინალური პროექტის შესრულება.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები/რეგისტრირებული 18+ წლის ქალები საბაზისო ტექნოლოგიური უნარებით.
სალექციო შეხვედრა: კვირაში 1 დღე (2 საათი)
სამენტორო შეხვედრა: კვირაში 1 დღე (ხანგრძლივობა: 2 საათი)
პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი:
ეს ვებსაიტის ბმული შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბიზნესისა დ ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.