ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას
გარე მობილობის ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინფორმაციო ტექნოლოგიები“: 10 ადგილი;
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)“: 5 ადგილი;
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)“: 5 ადგილი;
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ციფრული მარკეტინგი“: 5 ადგილი.
ბტუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ იმ პირებს, რომლებსაც ბტუ-ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეთ არაუმეტეს 198 კრედიტისა.
2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
დოკუმენტი | |
I | განცხადება რექტორის სახელზე |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
IV | ბაკალავრიატი – სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები) |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
VI | უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ; ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით |
VII | იმ სტუდენტებმა, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020-2022 წლებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ფიზიკის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) მობილობის მიზნით – მათემატიკის, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) და ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
VIII | ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით. |
2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობის ეტაპები და ვადები
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება |
I | 30.01.2024 – 08.02.2024-ის 18:00 საათამდე | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა |
II | 12.02.2024 – 14.02.2024-ის 18:00 საათამდე | ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართოს ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი:
https://www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+995 32) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
III | არაუგვიანეს
19.02.2024 |
|
IV | არაუგვიანეს 19.02.2024 | მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბტუ-ს სამართლებრივი აქტების პროექტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა |
V | არაუგვიანეს 29.02.2024 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა |
არაუგვიანეს 01.03.2024 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა. ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ერთიანი აქტის (ბრძანების) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. | |
VI | არაუგვიანეს 05.03.2024 | ბტუ-დან გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. |