DO IT In Georgia-ს ფარგლებში, BTU-მ ბენეფიციართა გადამზადება დაიწყო
DO IT In Georgia – მასშტაბური პროექტის ფარგლებში, BTU-მ ბენეფიციართა გადამზადება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ტარდება გადამზადების ორი მოდული:
- UI/UX დიზაინი;
- ციფრული პროდუქტების ტესტირება.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების ინტეგრირებით, უნარების განვითარების ხელშეწყობითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.