ფაკულტეტის საბჭოს წევრი-სტუდენტის არჩევნები
2023 წლის 4 დეკემბერს გაიმართება არჩევნები ფაკულტეტის საბჭოს წევრი-სტუდენტის არჩევის მიზნით, შემდეგ პროგრამებზე:
- საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი);
- სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები
- სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული სისტემების მართვა- DevOps;
- სადოქტორო პროგრამა ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს, რომელსაც სწავლის პერიოდში არ აქვს მიღებული F შეფასება ან/და დაკისრებული დისციპლინური სანქცია.
სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
საბჭოს წევრი-სტუდენტები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით – ფარული კენჭისყრით.
არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გასაჩივრდეს გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პროცედურის დარღვევის ან არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტი. საჩივრის შეტანა ხდება ბტუ-ში მოქმედი განცხადებების წარდგენის წესით. არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელმაც არჩევნებში დააგროვა ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.
არჩევნების მიმდინარეობის ვადები:
- რჩევნების ჩატარების თარიღი – 4 დეკემბერი
- არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადება – 5 დეკემბერი
- არჩევნების პირველადი შედეგების გასაჩივრების ვადა – 6 დეკემბერი
- არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება – 11 დეკემბერი
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ფაკულტეტის საბჭოს დებულებას.