ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი UNESCO-ს “ინფორმაცია ყველასთვის” პრესტიჟული პროგრამის ფარგლებში პროექტის მონაწილეების შერჩევას იწყებს
“Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia” – BTU-ს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მონაწილეთა ინფორმაციული წიგნიერების და ციფრული უნარების გაზრდას ემსახურება. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს ქალების მონაწილეობას ტექნოლოგიებში და გაზრდის მათ მზაობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
პროექტის სამიზნე აუდიტორია: 16 წლიდან ზემოთ მყოფი ქართველი და უკრაინელი დევნილი/ლტოლვილი ქალები (60 მონაწილე).
პროექტის მონაწილეები:
- გაივლიან ტექ ინგლისურის 8 კვირიან კურსს, რომელიც მოამზადებს მათ შემდგომი ციფრული კურსებისთვის და გაზრდის მათი ინგლისური ენის ცოდნის/მომზადების დონეს;
- გაივლიან ინფორმაციული წიგნიერების მოდულს – შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებას და ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციის აუცილებელ უნარებს;
- გახდებიან პროექტის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები – ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას და განაგრძობენ აქტიურ კომუნიკაციას პროექტის მიღმა.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ა/წ 24 მარტის 11:00 საათამდე:
https://forms.gle/PGxDUV3owBRHK2Ft7