სასარგებლო რესურსები – ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით
სასარგებლო რესურსები ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს დისტანციურ სესიებს, ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებსა და პოდქასთებს.
ავატარის ვიდეო ლექციების მომზადება BTU-ს სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია ,,SYSTEM CORP.”-ის მიერ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ხდება.
დისტანციური სტარტაპ სესიები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით.
დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ.
სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.