
პერსონალის საერთაშორისო კვირეული BTU-ში
- Date ოქტომბერი 28, 2022
- Categories ახალი ამბები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ა/წ 24-28 ოქტომბერს პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეულს ფიზიკურ ფორმატში უმასპინძლა.
5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის 9 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ BTU-ს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გაეროს გლობალური შეთანხმების, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Phubber-ის მიღწევებს და საუკეთესო პრაქტიკებს ლოკალურ და რეგიონულ დონეზე.
ინტერნაციონალიზაცია, მეწარმეობა, კარიერული განვითარება, ინდუსტრიასთან კოლაბორაცია, ერთობლივი კვლევები, მწვანე ტექნოლოგიები და ტექნოლოგიების ტრანსფერი, მდგრადობა და ციფრული ტრანსფორმაცია ის მიმართულებებია, რომლებიც საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იქნა განხილული.


