ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის!
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები:
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულება: ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps (განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც ბაკალავრიატის ხარისხი მინიჭებული აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით).
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით- აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
გერმანულენოვანი სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა- DevOps
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 800 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 31 ოქტომბრის 12:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ) *
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1 , დამოწმებული მხოლოდ სტუდენტის ხელმოწერით) (იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების გზამკვლევი)
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება, online სარეგისტრაციო ფორმის შევსება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2023/2024 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა 47 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა ახალი საპროექტო განაცხადები ერაზმუსის ახალ 2021-2027 წლიან პროგრამაზე, რომელთა შედეგებიც 2022 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი. მიმდინარე უნივერსიტეტების სიას შეიძლება დაემატოს ახალი უნივერსიტეტებიც. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ განცხადებას;
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- გაეცანით კონკურსების მიმდინარეობის მნიშვნელოვან თარიღებს;
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 13 ოქტომბერს 13:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეოთხე სართულის სივრცეში. შეხვედრაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
* მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ინგლისური ან/და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (და არც BTU-ში აქვთ ჩაბარებული ინგლისური/გერმანული ენის გამოცდა), შესაძლებლობა აქვთ ა/წ 17 ოქტომბერს დაწერონ ტესტი. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ მეილზე: [email protected]ზე არაუგვიანეს ა/წ 13 ოქტომბრისა.