ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები
ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები
ეტაპი | ვადა/თარიღი |
შენიშვნა |
|
1 | მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება |
23.08-30.08.2022 |
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ბმულზე |
2 |
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში |
31.08.2022 |
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
გამოცდის შედეგების გამოცხადება |
03.09.2022 |
www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება |
05.09.2022 |
||
2. შედეგების გამოცხადება |
06.09.2022 |
www.btu.edu.ge | |
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps | |||
4 | შიდა გამოცდა |
07.09.2022 |
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება |
09.09.2022 |
www.btu.edu.ge | |
შიდა გამოცდის შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება |
12.09.2022 |
||
2. საბოლოო შედეგების გამოცხადება |
13.09.2022 |
www.btu.edu.ge | |
5 | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა |
14.09-15.09.2022 |
ელექტრონულად |
7 | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა |
16.09.2022 |
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3×4;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (ხელშეკულრების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სტუდენტის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ელექტრონულად, ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ.
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“);
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები (იხ. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შიდა გამოცდაზე ქცევის და შეფასების წესი“); ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ.: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული ვალიდური სერტიფიკატი/მოწმობა/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატი (მაგ.,TOEFL; IELTS; Cambridge Exam- PET; CEFR; VEC Online Score). ამ შემთხვევებში ინგლისური ენის გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატს ენიჭება მაქსიმალური ქულა. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე;
- კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით.
იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
იხილეთ სპეციალობის გამოცდის ნიმუში
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში -პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).
- მისაღები ადგილების რაოდენობა: 50
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ.