იტალიის რესპუბლიკის დღე (Festa della Repubblica Italiana)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს იტალიის უსდ-ებთან, ინსტიტუციებთან და იტალიის საელჩოსთან სხვადასხვა მიმართულებით:
- 2021 და 2022 წლის იტალიის ინოვაციებისა და კვლევების დღის პარტნიორობა;
- თანამშრომლობა იტალიის 7 წამყვან უნივერსიტეტთან: რომის საპიენცას უნივერსიტეტი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, მესინას უნივერსიტეტი, ლაკვილას უნივერსიტეტი, ტუშას უნივერსიტეტი, ტერამოს უნივერსიტეტი, რომის ბიზნესის სკოლა.
- STEM Study Visit 2021-ის გამარჯვებული BTU-ს სტუდენტი გახდა, რომელმაც 3 თვიანი სასწავლო ვიზიტი გაატარა SPICI srl-ში – Società per l’Innovazione, la Cooperazione e l’Internazionalizzazione;
- STEM Study Visit 2022-ს გამარჯვებული BTU-ს 2 სტუდენტი გახდა, რომლებიც 3 თვიან სასწავლო ვიზიტებს გაატარებენ SPICI srl-ში – Società per l’Innovazione, la Cooperazione e l’Internazionalizzazione;
- იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი 2021: Chair of Italian Language;
- იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი 2021: იტალიური ენის სახელმძღვანელობის უნივერსიტეტისთვის;
- BTU-ში ისწავლება იტალიური ენა A1 და A2 დონე.