BTU-ს ჩართულობით საქართველოში პირველად, ISRAEL-GEORGIA SCHOOL OF DIGITAL CULTURE-ის მასშტაბური პროექტი განხორციელდა
- Categories ახალი ამბები
- Date თებერვალი 28, 2022
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, „ინტერნეტის განვითარების ინიციატივისა“ და ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, ISRAEL-GEORGIA SCHOOL OF DIGITAL CULTURE-ის მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
4 დღის განმავლობაში 30-მა ბენეფიციარმა გაიარა გადამზადების მოდულები შემდეგი მიმართულებებით:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
- კიბერუსაფრთხოება, კიბერდანაშაული და კიბერსივრცის სამართლებრივი ასპექტები;
- ელექტრონული მმართველობა და მისი მნიშვნელობა;
- ჰიბრიდული გამოწვევები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ე.წ. “ყალბი ამბები”;
- ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება;
- ციფრული წიგნიერება და ციფრული ტრანსფორმაცია.
You may also like
BTU-ს ლექტორების აკადემია აცხადებს მიღებას
ნოემბერი 15, 2024