ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის!
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგ
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულება: ინფორმაციული სისტემების მართვა-DEVOPS (განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც ბაკალავრიატის ხარისხი მინიჭებული აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით).
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან იტალიური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 22 ოქტომბის 12:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა;
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება დანართი 1 (1) დამოწმებული მხოლოდ აპლიკანტის ხელმოწერით) (იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების გზამკვლევი)
- ბაკალავრის დიპლომი
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (შეფასების საშუალო ქულის მითითებით)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2022/2023 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არმქონე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩააბარონ დონის დასადგენი ტესტირება. დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ა/წ 4 ოქტომბრის 13:00 საათამდე შემდეგ სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დისტანციური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 15 ოქტომბერს 12:00 საათზე პლათფორმა Google Meet-ის საშუალებით. რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.