ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბელგრადის უნივერსიტეტში (სერბეთი) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის
მიმართულება: ბიზნესი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: სალექციო კურსების შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წელი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 დღე მგზავრობისთვის)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას (360 ევრო) + დღიურ სტიპენდიას 140 ევროს ოდენობით
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებული პროფესორები წინასწარი თანხმობის მისაღებად ა/წ 28 აპრილის 16 საათამდე უნდა დაუკავშირდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ([email protected]) და გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტები: CV & სამუშაო გეგმა.
დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად შეირჩევა 2 ლექტორის კანდიდატურა.
ფინალურ ეტაპზე წინასწარ შერჩეული კანდიდატების მხრიდან ივსება სპეციალური ონლაინ აპლიკაცია და იტვირთება შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- Mobility Agreement (დანართი 1)
- CV
- მოტივაციის წერილი
- პასპორტის ასლი
- ფოტო
ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა: 1 მაისი.
კანდიდატების შერჩევას ონლაინ სააპლიკაციო პროცესის დასრულების შემდეგ ახდენს მასპინძელი მხარე.