კონკურსი ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე 07.06.2017
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში;
ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის პედაგოგიური და 3 (სამი) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში.
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში.
კონკურსი გამოცხადდა 2017 წლის 7 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი 2017 წლის 10 ივლისიდან 20 ივლისამდე.
კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით
ეკონომიკის მიმართულებით
მათემატიკის მიმართულებით
პოლიტიკის მიმართულებით
სამართლის მიმართულებით
პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამეცნიერო პუბლიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სწავლებისა და კვლევების კონცეფცია/გეგმა;
თ) ერთი საგნის სილაბუსი.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2017 წლის 10 ივლისიდან 2017 წლის 20 ივლისამდე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კონკურსის შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.edu.ge) 2017 წლის 30 აგვისტოს
მიმაგრეფული ფაილები
ანკეტა
განაცხადის ფორმა