კონკურსი ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე ინგლისური ენის მიმართულებით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად ინგლისური ენის მიმართულებით 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი რომელსაც აქვს:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში და უნივერსიტეტში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის გამოცდილება;
ბ) უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საერთშორისო სერთიფიკატებს CELTA, DELTA.
პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, (შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამეცნიერო პუბლიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სწავლებისა და კვლევების კონცეფცია/გეგმა. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2017 წლის 24 აგვისტოდან 2017 წლის 24 სექტემბრამდე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; კონკურსის შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.edu.ge) 2017 წლის 2 ოქტომბერს.