აკად. კონკურსი საინფ. ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკისა და პოლიტიკის მიმართულებით 24.07.2017
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკისა და პოლიტიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის საშტატო ერთეულებზე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, შესაბამისი მიმართულებით და სამი (სამი) წლის პრაქტიკული გამოცდილებით სფეროში
ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 2 (ორი) წლის სწავლების და 3 (სამი) წლის პრაქტიკული გამოცდილება სფეროში.
პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამეცნიერო პუბლიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სწავლებისა და კვლევების კონცეფცია/გეგმა;
თ) ერთი საგნის სილაბუსი.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2017 წლის 24 აგვისტოდან 2017 წლის 24 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; კონკურსის შედეგები განთავსდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.edu.ge) 2017 წლის 2 ოქტომბერს.