სტუდენტური ოლიმპიადა – „ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში“
სტუდენტური ოლიმპიადა 2019
„ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში“
ააიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ ოლიმპიადას „ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში“, 2019 წლის 26 სექტემბერს 14:00, საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77ა).
წესები და პირობები:
სტუდენტურ ოლიმპიადაში „აღრიცხვასა და აუდიტში“ მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს;
ოლიმპიადაში მონაწილეები ჩააბარებენ 3 საათიან ტესტს, რომელსაც შეადგენს მაღალკვალიფიციური კომისია;
გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებულია სტაჟირება საუკეთესო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში. ასევე გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოები:
I . ადგილი 1000 ლარი
I I . ადგილი 600 ლარი
I I I . ადგილი 400 ლარი
I V. ადგილი 300 ლარი
V. ადგილი 300 ლარი
V I. ადგილი 300 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბულზე: ოლიმპიადა