შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“
აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
1. კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1.1. მენეჯმენტი – სტრატეგიული მენეჯმენტი: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 06 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 05 ვაკანსია; ადამიანური რესურსების მართვა: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია; ოპერაციათა მენეჯმენტი: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია.
1.2. ფინანსები: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 07 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 12 ვაკანსია;
1.3. ინფორმაციული ტექნოლოგიები:
პროგრამირება (Python): პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
პროგრამირება (JVM, JXT, Spring): ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია; ინფორმაციული უსაფრთხოება/კიბერუსაფთხოება: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია; კომპიუტერული ქსელები (CCNA); პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
ვებ დაპროგრამება (Javascript, Node.js, Angular, React.js): ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
ოპერაციული სისტემა LINUX: ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
3D კომპიუტერული გრაფიკა / 3D მოდელირება: ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
მონაცემთა ბაზები (ORACLE): ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი: ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
სერვერული ოპერაციული სისტემები Windows Server: ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
IOT სისტემები: ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტი: ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
ხელოვნური ინტელექტი (Tensorflow) – ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია;
ღრუბლოვანი სისტემები (AWS) – ასისტენტ – პროფესორი – 01 ვაკანსია;
მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები – ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია.
1.4. მარკეტინგი: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 05 ვაკანსია.
1.5. მეწარმეობა და ინოვაციები: ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 08 ვაკანსია.
1.6. აკადემიური წერა: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია.
1.7. ეკონომიკა: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 04 ვაკანსია.
1.8. პოლიტიკის მეცნიერებები: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 07 ვაკანსია.
1.9. მათემატიკა: ასოცირებული პროფესორი – 04 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია.
1.10. სტატისტიკა: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია.
1.11. სამართალი: ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია.
2. საკონკურსო მოთხოვნები:
1) საკონკურსო მიმართულებებში – მენეჯმენტი (ყველა გამოცხადებული მიმართულებით); ფინანსები (ყველა გამოცხადებული მიმართულებით); მარკეტინგი; ინფორმაციული ტექნოლოგიები (ყველა გამოცხადებული მიმართულებით); მათემატიკა; სტატისტიკა; აკადემიური წერა; ეკონომიკა; პოლიტიკის მეცნიერებები – აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის:
1. პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.– აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის:
2) საკონკურსო მიმართულებებში – მენეჯმენტი (ყველა გამოცხადებული მიმართულებით); ფინანსები (ყველა გამოცხადებული მიმართულებით); ინფორმაციული ტექნოლოგიები (ყველა გამოცხადებული მიმართულებით); მეწარმეობა და ინოვაციები; მარკეტინგი – პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის:
1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები;
2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
3. კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“ (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.
4. კონკურსის ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – არაუგვიანეს 28.06.2019;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 29.07.2019 – 02.08.2019;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 05.08.2019 – 14.08.2019;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება: 14.08.2019;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 15.08.2019;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა: 16.08.2019 – 20.08.2019;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 21.08.2019 – 24.08.2019;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 26.08.2019;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება: 27.08.2019;
- საპრეტენზიო განცხადებების განხილვა: 29.08.2019 – 31.08.2019;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 31.08.2019 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 02.09.2019.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განაცხადების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადებში ელ.ფოსტის მეშვეობით (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელ.ფოსტა: info@btu.edu.ge).
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.btu.edu.ge
კონკურსანტთა ინფორმირება გასაუბრების განრიგისა და კონკურსის შედეგების შესახებ მოხდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.edu.ge) ინფორმაციის განთასებით.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე (შაბათ–კვირის გარდა). საკონტაქტო ტელეფონი +995 322308055, ელ.ფოსტა info@btu.edu.ge.