შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს აკადემიური პერსონალის აფილირების კონკურსს
1. ციფრული ეკონომიკა: ციფრული ბაზრის ტენდენციების, ციფრული ეკონომიკის რესურსების შესწავლა, სავაჭრო ურთიერთობებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების სიღრმისეული კვლევა და საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
2. მეწარმეობა: მიკრო, მცირე, საშუალო მეწარმეების ფინანსებზე წვდომის შეფასების სიღრმისეული კვლევა.
3. ხელოვნური ინტელექტი: ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პერსპექტივის კვლევა, მისი სხვადასხვა დარგში დანერგვის (განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, იუსტიციის სისტემა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა) შესაძლებლობების სიღრმისეული კვლევა თანამედროვე ტენდენციების საფუძველზე.
4. კიბერუსაფრთხოება: კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კვლევა, მათი საქართველოში დანერგვისთვის საჭირო მოდელის ანალიზი, კიბერშეტევების მახასიათებლების გაანალიზება, კიბერშეტევებთან, კიბერომთან მიმართებით მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ხელახალი განმარტების შესაძლებლობების სიღრმისეული კვლევა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მაგალითზე კიბერთავდაცვითი მექანიზმების განვითარების კვლევა.
5. მწვანე ტექნოლოგიები: განახლებადი ენერგიების დანერგვის მექანიზმების, პერსპექტივის და გამოწვევების კვლევა, ეკონომიკური ეფექტის, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების საკითხების ანალიზი.
6. აგრარული ტექნოლოგიები: აგრიტექის უახლესი ტენდენციების კვლევა, აგრარულ სფეროზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესწავლა და აგრარული მიმართულებით ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების ეკონომიკური ანალიზი.
7. განათლების ტექნოლოგიები: განათლების სივრცის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის შესწავლა და თანამედროვე ტენდენციების საფუძველზე ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმების, მიდგომების სიღრმისეული კვლევა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული განათლების სტრატეგიული ხედვის შემუშავებას.
8. ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში – სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე ქალთა ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართულობის მაჩვენებლების შესწავლა, ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, შემუშავებული ინიციატივების სიღრმისეული კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
9. ჯანდაცვის ტექნოლოგიები – კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში ინფიცირებულთა გამოვლენის მიზნით შექმნილი ციფრული აპლიკაციების შესწავლა და პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების როლის, მათი განვითარების ტენდენციების სიღრმისეული კვლევა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა)
საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნობა კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და კონკურსანტის მიერ მითითებულ ინფორმაციას.
კონკურსზე წარსადგენი საბუთებია:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა);
- კონკურსანტის განახლებული CV, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, მის მიერ შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან შესაბამისობა.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – არაუგვიანეს 22.10.2020;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 23.10.2020 – 29.10.2020;
- საკონკურსო კომისიის და საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 30.10.2020;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 02.11.2020-04.11.2020;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება: 05.11.2020;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 06.11.2020;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა: 09.11.2020;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 10–11.11.2020;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 13.11.2020.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელ. ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებად განსაზღვრულია ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებაზე და კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი:
ზვიად გაბისონია, კვლევების ცენტრის დირექტორი.
საკონტაქტო ტელ. +(995) 577 51 81 81; ელ. ფოსტა: [email protected]