ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის შესარჩევად
კონკურსის ჩატარების ეტაპები და შერჩევის კრიტერიუმები:
I ეტაპი: საკონკურსო საბუთების შესწავლა – შესაბამისობის დადგენა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: 1) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის (მაგ., პროგრამების განხორციელების, ნაშრომების ხელმძღვანელობის და/ან სხვ.) არანაკლებ 03 წლის გამოცდილება; 2) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი და ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებით/პუბლიკაციები ან უმაღლესი განათლება და პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება – ა) ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ბ) ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და სპეციალური მომზადება – საერთაშორისო სერტიფიცირება, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობას (პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილების ნიშნით კონკურსში მონაწილეობა დასაშვებია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამების შემთხვევაში); 3) ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B2 დონეზე;
II ეტაპი: კონკურსანტთა შეფასება (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) – შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: პროგრამის განვითარების/მოდიფიცირების დასაბუთებული ხედვა; პროგრამის მოდიფიცირების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ხედვა; ინფორმაციის გადმოცემის უნარი; დროის მართვის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით)
- CV (ბტუ-ში მოქმედი ფორმით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალა- ქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- პროგრამის მოდიფიცირების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ხედვა.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 15.03.2021 – 02.04.2021 (18:00 საათამდე);
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 05.04.2021 – 08.04.2021;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 12.04.2021 (18:00 საათამდე);
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 13.04.2021;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 14.04.2021 – 16.04.2021;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 19.04.2021 – 20.04.2021;
- კონკურსის შედეგების გადაცემა აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად: არაუგვიანეს 22.04.2021;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 29.04.2021.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 30 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი თამარ გერგაული, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
საკონტაქტო ტელ. +995 555228688; ელ. ფოსტა: [email protected]