BTU-ს სტუდენტები ირლანდიურ კომპანიებში სტაჟირებას გადიან!
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში BTU-ს ბაკალავრიატის საფეხურის ფინანსებისა და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტები, ანა გველესიანი და ლაშა მგალობლიშვილი ირლანდიის კარლოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლითი სასწავლო სემესტრის ბოლო თვეს სრულად დაფინანსებულ სტაჟირებას გაივლიან.
- ანა გველესიანი ირლანდიურ სადაზღვევო კომპანია – Doyle Mahon გაივლის სტაჟირებას;
- ლაშა მგალობლიშვილი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ Eric center-ში გაივლის სტაჟირებას.