ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიის კვლევის ანგარიში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასშტაბურ კვლევასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.
კვლევა მსოფლიოში ტურიზმის სექტორის გამოწვევებს და COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობებს განიხილავს და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ანალიზის საფუძველზე, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
ნებიჯები, რომელიც გლობალური ტურიზმის ინდუსტრიის რეაბილიტაციისთვის, პოსტპანდემიურ პერიოდში იქნება გადასადგმელი, მრგვალი მაგიდის ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ექსპერტების მონაწილეობით, 9 ივლისს 17:00 საათზე განიხილება.