ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი ეწვია
30 ივნისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულება დიეგო კოლასი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – პიერ კლუე და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე – ელეონორ გაღნიე, ასევე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი – დევიდ ტერტრიე.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და წამყვან ტექნოლოგიურ პარკებთან (მათ შორის -Station F); მოხდა შეთანხმება ფრანგული ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე ბტუ-ში; ასევე განხილულ იქნა საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ფრანგ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ჩანიშვნის შესაძლებლობა.