მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მარკეტინგის სკოლა – Chartered Institute of Marketing ჩვენი ახალი პარტნორია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მსოფლიოს წამყვან და ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ მარკეტინგის სკოლასთან – დიდი ბრიტანეთის Chartered Institute of Marketing-თან თანამშრომლობა დაიწყო!
პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს ექსკლუზიური შესაძლებლობა აქვთ გახდნენ ინსტიტუტის აფილირებული წევრები და ისარგებლონ არაერთი უპირატესობით, შეთავაზებითა და საერთაშორისო სერტიფიცირებით.
Chartered Institute of Marketing (CIM) 1911 წელს დაარსდა. ორგანიზაციას 130 სასწავლო ცენტრი აქვს მსოფლიოს 36 ქვეყანაში; საგამოცდო ცენტრები კი მსოფლიოს 132 ქვეყანაში. CIM აერთიანებს 30 000 წევრს და 3 000 მარკეტოლოგს მსოფლიოს გარშემო.