Microsoft, Google და სხვა ტექპროდუქტების სწავლება ბიზნესისთვის BTU-ს ახალ ტექლაბში
Microsoft, Google და სხვა ტექპროდუქტების სწავლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ახალი ტექლაბის ფარგლებში ძლიერდება.
ტექლაბი „ინდუსტრია 4.0“ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა და სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროექტის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პარტნიორობით აიღებს სტარტს. ტრენინგები და მასტერკლასები საერთაშორისო ტექბრენდების ჩართულობით და სრული დაფინანსებით ჩატარდება ბენეფიციარებისთვის.
Microsoft-ის გადაწყვეტილებები ბიზნეს ანალიტიკისთვის, Power BI, Dynamics 365, Azure, Google-ის ინსტრუმენტები, Cloud და Analytics, ვირტუალური რეალობა და პროდუქტის 3D ვიზუალუზიაცია, Unity, Unreal engine, Blender, Adobe-ის სხვადასხვა პროდუქტები, პოდკასტების სერია ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ და სხვა პროექტები აპრილიდან დაიწყება. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება სტარტაპებისთვის, სტუდენტებისა და BTU-ს ინდუსტრიული პარტნიორებისთვის.
პროექტის პარტნიორები არიან წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები ბელგიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, რომლებიც ლაბის ფარგლებში ახალი სასწავლო მოდულის შესაქმელადაც ერთიანდებიან: “Digital Strategist: Developing New Digital Initiatives” BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ლაბის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
„ტექნოლოგიები ბიზნესის გარეშე და პირიქით დღეს აღარ არსებობს. სწორედ ამ ორი მიმართულების ეფექტურ ინტეგრაციას ვასწავლით ლაბის ფარგლებში ბენეფიციარებს და ზოგადად, ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი სტრატეგიაც. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტები გვიწევენ კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ინოვაციების მართვა და როგორ მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ვებინარი, რომელსაც აპრილის დასაწყისში „ვოვლოს“ ბელგიის ოფისი ჩაატარებს და ის ინოვაციების მართვას შეეხება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანია MIT-ისთან თანამშრომლობა,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
საერთაშორისო პარტნიორების პარალელურად, ლაბის აქტივობებში ინტენსიურად არიან ჩართული ადგილობრივი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. მათ შორის არიან: Orient Logic, LAB, Spectre, VR House და სხვა.
LAB-ის აღმასრულებელი დირექტორის ანა კაჭიურის განმარტებით, ტექლაბი ძალიან დიდ როლს შეასრულებს სტუდენტების მაღალკვალიფიურ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში.
„ძალიან მოხარულები ვართ ტექლაბის გახსნის ინიციატივთა და ამ პროცესში ჩვენი ჩართულობით. ამ ეტაპზე საუკეთესო რაც BTU-სა და მის სტუდენტებს შეგვიძლია შევთავაზოთ, მენტორინგის პროგრამაა. დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიები უკვე ძალიან და ფართო სფეროა, რომელიც არაერთ მიმართულებას აერთიანებს. იმისთვის, რომ სტუდენტებს საკუთარ შესაძლებლობებსა და სურვილებში ჩამოყალიბება გაუმარტივდეთ, მენტორინგის პროგრამას ვთავაზობთ. მენტორები იქნებიან ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები, პროფესიონალები დიდი გამოცდილებით. მათი დახმარებით კი სტუდენტები უფრო მოკლე დროში მოახდენენ ადაპტაცია. ამ პროგრამაში დიდ როლს შეასრულებს ტექლაბი თავისი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით. წარმატების მისაღწევად ამ ორი კომპონენტის, ტექნოლოგიებისა და პროფესიონალების ერთობლიობა გადამწყვეტია და დღეს სწორედ ეს შესთავაზა BTU-მ სტუდენტებს,“ – განაცხადა ანა კაჭიურმა.
მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია 4.0 შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4 ფარგლებშ