Functional Programming-ის მიმართულებით სტუდენტების გადამზადება დაიწყო
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) ლექტორმა – მაიკლ ლიმ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების 20 სტუდენტის გადამზადება დაიწყო.
კურსის ხანგრძლივობა: 8 საათი
სწავლების ენა: ინგლისური
სასწავლო დღეები: 11-14 ნოემბერი, 2019
კურსი სრულად დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში