საქართველოს ტექნოლოგიური ფესტივალი
საქართველოს ტექნოლოგიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში.
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია საქართველოში – ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდებიან.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:
TechTalks – მსოფლიოში არსებული უახლესი ტექტრენდების მიმოხილვა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი, ამ სფეროში არსებული სტარტაპების Talk-ები.
• ხელოვნური ინტელექტი/ მანქანური სწავლება – დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI;
• ნივთების ინტერნეტი, მომავალი ინდუსტრიული რევოლუცია – გივი ბერიძე, Edison;
• ბლოკჩეინ ტექნოლოგია – ლაშა ანთაძე Shelf Network;
• გაფართოებული და ვირტუალური რეალობა – ნიკოლოზ გოგოჭური, VREX;
• შენობა ნაგებობების ავტომატიზირება და ჭკვიანი ტექნოლოგიები სამშენებლო სფეროში – სანდრო მჭედლიშვილი, დიტო აბულაძე, smarter.ge
პანელური დისკუსია – სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი. მოდერატორი – გიორგი შარაშიძე – Entrepreneur
მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა software/hardware
ტექნოლოგიური კომპანიები Smart სტუდენტის ფარგლებში წარადგენს ვაკანსიებს.
ფესტივალზე წარმოდგენელი იქნებიან კომპანიები: HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, HTS.
▪ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.