სტუდენტური დასაქმების პროექტი Smart Student გრძელდება!
სტუდენტური დასაქმების პროექტი Smart Student გრძელდება!
მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს ასაქმებენ.
პროექტში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებს ეძებენ!
კომპანიების მიერ გამოცხადებულ პოზიციებზე სტუდენტები სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდებიან: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა.
7 მარტს, 17:00 საათზე გამართულ შეხვედრაზე სტუდენტები და კომპანიები ერთმანეთს შეხვდებიან, კომპანიები გააცნობენ ყველა მიმდინარე ვაკანსიას, შერჩევის კრიტერიუმებს და სხვა, სტუდენტისთვის საჭირო ინფორმაციას.