ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი და BTU
ახალი შესაძლებლობა ჩვენს სტუდენტებს!
სამხრეთ ევროპის ერთ-ერთმა მოწინავე ტექნოლოგიურმა სასწავლებელმა – ბრაგანჩას პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო.
თანამშრომლობა BTU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და პორტუგალიაში ბაკალავრიატის ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს.