აბიტურიენტთა შიდა რეგისტრაცია
აბიტურიენტთა შიდა რეგისტრაციის ვადები და პროცედურები საბაკალავრო პროგრამებზე
აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებმაც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, იწარმოებს 2018 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის N 103 ოთახში (მის. ი.ჭავჭავაძის 82) 10:00 – 18:00 საათებში.
რეგისტრაციისას აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი (მხოლოდ ვაჟებისთვის)
- ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD)
სასწავლო ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ.
არასრულწლოვანი აბიტურიენტის რეგისტრაციას სავალდებულოა დაესწროს მშობელი.