BTU-ში დაფუძნებული „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“-სთვის კანდიდატების მეორე ნაკადის შერჩევა დასრულდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნებული „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“-სთვის კანდიდატების მეორე ნაკადის შერჩევა დასრულდა
უნიკალური პროექტი „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“ გულისხმობს IT სპეციალისტების 6-თვიან გადამზადებას და მათ დასაქმებას საერთაშორისო პროექტებში.
როგორც პირველი, ასევე მეორე ნაკადი 30 მონაწილისგან შედგება. ისინი კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან საერთაშორისო პროექტებზე და მიიღებენ მაღალანაზღაურებად სამუშაოს.
„ეს უნიკლაური შესაძლებლობაა დასაქმების, გამოცდილების გაზრდის და რაც მთავარია ანაზღაურებადი სამსახურის. ახლა გავუშვით მეორე კურსი, სამომავლოდ კი ვგეგმავთ მესამე კურსის გამოცხადებას. კურსში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ, რომ პროგრამირებაში სხვადასხვა მიმართულებები დავამატოთ. მესამე კურსის მონაწილეთა შერჩევას, სექტემბრისთვის ვგეგმავთ“, – განაცხადა ზურაბ პერტაიამ.
მეორე ნაკადის მონაწილის, ლილი გაბადაძის განცხადებით, ის პროექტისგან ცოდნისა და შესაძლებლობების გაღრმავებას ელოდება. მეოთხე კურსის სტუდენტი აღნიშნავს, რომ ამით მას შესაძლებლობა მიეცა, მიიღოს სასურველი განათლება, მისთვის საინტერესო სფეროს მიმართულებით, რაც წარმატებული კარიერის გაგრძელებაში დაეხმარება.
გადამზადებულ ბენეფიციარებს დაასაქმებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, როგორიცაა Benish Group, Archi Group, TMH Marketing Hub, Icetech, Digitalblvd, Icelotto, Interacting Technology და სხვა მრავალ საერთაშორისო კომპანია.
პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული საინიციატივო პროექტი დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმირებაში და გაზრდის ქართველი კადრების მიმართ საერთაშორისო ბაზარზე ინტერესს.