მენეჯერული ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი (დასრულებულია)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს სასერტიფიკატო კურსი მენეჯრული ეკონომიკის შესახებ. კურსს გიორგი ბაქრაძე ხელმძღვანელობდა. ლექციები სხვადასხვა თემას მოიცვა, ეკონომისტთან ერთად სტუდენტებმა ისაუბრეს ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე, ინდუსტრიის ბუნებაზე, თამაშის თეორიაზე, ფასდადების სტრატეგიასა და სხვა საკითხებზე. თეორიულ მასალასთან ერთად კურსი შედგებოდა პრაქტიკული და წერითი დავალებებისგან.
შედეგად, სტუდენტებმა იციან, როგორ გამოიყენონ მიღებული ეკონომიკური ცოდნა მენეჯერულ პრაქტიკაში.
იხილეთ კურსის ფარგლებში განხილული თემების სრული ჩამონათვალი:
- საწარმოო პროცესი და ხარჯები
- ფირმის ორგანიზაცია
- ინდუსტრიის ბუნება
- მენეჯმენტი კონკურენციის, მონოპოლიისა და მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში
- ოლიგოპოლია
- ოლიგოპოლია და თამაშთა თეორია
- ფასდადების სტრატეგია ფირმებისათვის, რომელთაც საბაზრო ძალაუფლება გააჩნიათ
- ინფორმაციის ეკონომიკა
- კერძო სექტორი და მთავრობა
Tag:დასრულებულია