ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისთვის
ენერგოეფექტიანობის გლობალური მიზნები, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის გზების ძიება და სუფთა ენერგიის წარმოება მჭიდროდ უკავშირდება რეგიონთაშორის თანამშრომლობას, ცოდნის გადაცემასა და საერთო მიზნისთვის ერთობლივ ძალისხმევას. როგორც გლობალური განვითარების მიმდინარე დღის წესრიგი, ისე ევროკომისიის ახლად მიღებული REPowerEU გეგმა ხაზგასმით მიუთითებს გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარებისა და მედეგი ენერგეტიკული სისტემისთვის. პროექტი „ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისთვის“ – 3E-Partnership – რეგიონებსა და დაწესებულებებს შორის ასეთ თანამშრომლობასა და ცოდნის გაცვლას შეუწყობს ხელს.
პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდერნიზებასა და გაძლიერებას, ასევე ენერგეტიკული მედეგობისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით მათი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
დასახული ამბიციური მიზნის მისაღწევად, 3E-Partnership პროექტი დაფუძნებული იქნება ორ ძირითად მიმართულებაზე: