
BTU-ს ასოცირებული პროფესორის სწავლების მეთოდებმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მოიპოვა
BTU-ს ასოცირებული პროფესორის, ლადო სირდაძის, სწავლების მეთოდებმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მოიპოვა.
ლადო სირდაძე PROFFORMANCE-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ინოვაციური სწავლების კატეგორიაში გახდა.
გამარჯვებული აპლიკაცია ეხებოდა თემას – Digital KnowledgeTrees – Converting Course Content into Digital KnowledgeTrees in order to Teach, Learn and Use them in Practice in Everyday Life
დაჯილდოების ცერემონია ივნისში, ბუდაპეშტში გაიმართება.