ერეკლე ზარანდია
ერეკლე ზარანდია არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც აკადემიურ სფეროში, ისე მენეჯერულ პოზიციასა და ფინანსურ სექტორებში.
ერეკლე ზარანდიას გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები. არის ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და 4 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი (თანაავტორი).
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ის კითხულობს ეკონომიკის პრინციპებს კურსს.
მას მიღებული აქვს ესტონეთის მთავრობის სტიპენდია – 2 წლიანი სრული დაფინანსება ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში „ელექტრონული მმართველობის ტექნოლოგიები და სერვისები“ სამაგისტრო პროგრამაზე. არის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSFG) დოქტორანტურის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული და მიღებული აქვს DAAD-ის (გერმანიის მთავრობის) სტიპენდია – სამეცნიერო კვლევითი ვიზიტი ბრემენის უნივერსიტეტში.