BTU-სა და EKIMO-ს მიერ ჩატარებული HealthTech ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და სტარტაპ EKIMO-ს ორგანიზებით, 19-20 აპრილს, სტუდენტებისთვის HealthTech ჰაკათონი ჩატარდა. ჰაკათონის თემატიკა მოიცავდა – ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შექმნას მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ჰაკათონში მონაწილეობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდებს სპეციალურად მოწვეული მენტორები, დიმიტრი ჯანელიძე და სოსო კუპრაშვილი, ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევდნენ, ხოლო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა:
I ადგილი – აპლიკაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლის წნევას, BMI-ის, ახორციელებს მის მონიტორინგს და მომხმარებელს აძლევს განახლებულ რეკომენდაციას ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით
- სანდრო კიკნაძე – BTU
- ალექსანდრე გალოგრე-ბარამიძე – BTU
- ქეთევან ქუფარაშვილი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
II ადგილი – ჯანსაღი კვების, აქტივობებისა და წნევის მონიტორინგის აპლიკაცია
- შიო ანდღულაძე – BTU
- გიო მამაგულაშვილი – BTU
- ქეთი ჩახნაშვილი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
III ადგილი – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აღრიცხოს წამლის მიღების პროცესები და გააკონტროლოს ჯანმრთელობა ციფრულად
- მერაბ მუმლაური – BTU
- გიგა სულხანიშვილი – BTU
- ზვიად ბიბილაშვილი – გეომედი
- იონა ბართიშვილი – BTU
გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს და შესაძლებლობას, განავითარონ პროექტი სტარატაპ EKIMO-სთან ერთად:
- I ადგილი – 5000 ლარი
- II ადგილი – 3000 ლარი
- III ადგილი – 2000 ლარი
მონაწილეების იდეები მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა:
- ირაკლი მირზიკაშვილი – CEO, EKIMO
- სოსო კუპრაშვილი – PO, EKIMO
- სოსო ფიფია – CEO, VABACO
- სალი კვირკველიძე – CMO, EKIMO
- ნინო მიქავა – BTU-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი
EKIMO ჯანმრთელობაზე ზრუნვის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო თუ სასურველი პროდუქტი და მომსახურება ერთი სივრციდან, დისტანციურად, მიიღონ. ჰაკათონის მთავარი მიზანია, EKIMO-ს პლატფორმა გახდეს პერსონალური ასისტენტი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, პრევენციული მკურნალობის სერვისი იქნება მათთვის.