ჩვენ შესახებ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარდგენა და მისი, როგორც რეგიონში წარმატებული ტექნოლოგიური უმაღლესი სასწავლო დაწესებულების, როლის გაძლიერება. ამ ყოველივეს უზრუნველყოფა ხდება საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობით, საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობებით, ერთობილი კვლევების წარმოებით და საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელებში გაერთიანებით.


ჩვენი კომპეტენციაა:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავება;
  • სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება–გავრცელება;
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების განსაზღვრა;
  • სტრატეგიული ქვეყნებიდან პარტნიორი უნივერსიტეტების მოძიება;
  • ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მომსახურება, რჩევა–რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ მოკლევადიან მობილობებთან დაკავშირებით;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მოძიება;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის დაფინანსების მოსაპოვებელი განაცხადების მომზადება;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში არსებული სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსების კოორდინირება.
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების (CBHE) კოორდინირება.