„ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების
განათლების მხარდაჭერა -
PEU-C-E”
620741-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.peu-c-e.com
პროექტის შესახებ
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ევროკავშირის დაფინანსებული ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. სწორედ ეს ორი ქართული უნივერსიტეტი მუშაობს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას. პროექტის მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება და ცნობადობის ამაღლება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში და მოწყვლად ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის მიმართულებით.
პროექტის აქტივობების ფარგლებში სამი ძირითადი ინიციატივა განხორციელდება:
- საქართველოს მასშტაბით ფართომასშტაბიანი ცნობადობის ასამაღლებელი კამპანია კიბერკულტურაზე, რომელიც აერთიანებს ონლაინ უსაფრთხოების, მედია წიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს მოსწავლეების, სტუდენტების, მშობლების, მასწავლებლების, პროფესორების და სკოლებისა და უნივერსიტეტების გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით;
- შერეული ტიპის კურსები (დისტანციურ და ფიზიკურ ფორმატში) მასწავლებლებისთვის კიბერ განათლებაზე და სწავლების მეთოდებზე ცნობადობის ამაღლების მიზნით საბაზო და ზოგად განათლებაში; ასევე უნივერსიტეტის პროფესორებისთვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის უმაღლეს განათლებაში კიბერუსაფრთხოების ხელშეწყობისთვის;
- დისემინაციის ფართომასშტაბიანი აქტივობები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია - პროექტის ვებ-გვერდის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდების გამოყენებით და სოციალური და ტრადიციული მედიის, ფორუმების, ჰაკათონებისა და სემინარების დახმარებით ფართო მასების ჩართულობის უზრუნველყოფა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლებისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი უნარების შეძენის ხელშეწყობა სამიზნე აუდიტორიებისთვის ქვეყნის მასშტაბით.
კონკრეტული მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის განათლების ევროკავშირის დირექტივებისა და გამოცდილების შესაბამისად მოდერნიზებას შემდეგი აქტივობების გზით:
- სემინარების კურიკულუმის შექმნა კიბერუსაფრთხოების ღონისძიებისთვის მასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორების, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ევროკავშირის გამოცდილების გასაზიარებლად;
- ღონისძიების მასალების, ლიფლეტების შექმნა სკოლის მოზარდების კიბერჰიგიენის უნარების განსავითარებლად;
- სემინარების ფარგლებში მასალების ადაპტირება სკოლებსა და უნივერსიტეტებში;
- კურიკულუმისა და კურსების ადაპტირება რეგიონული და ლოკალური კონტექსტისა და საჭიროებების შესაბამისად;
- მრავალენოვანი ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების შექმნა მასალების ყველა სამიზნე ჯგუფისთვის, მათ შორის რეგიონებისთვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
- კონფერენციის საშუალებით ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება და ცნობადობის ამაღლება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
აქტივობები
- MOOCs რესურსების შექმნა (მათ შორის ვებინარები რეგიონებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის);
- ევროკავშირის გამოცდილების შესაბამისად ლიფლეტებისა და სახელმძღვანელოების შექმნა და ბეჭდური სახით გამოცემა ონლაინ უსაფრთხოების, მედია წიგნიერებისა და მოზარდების კიბერჰიგიენის შესახებ მოზარდებში, მშრობლებსა და მასწავლებლებში ცნობადობის ამაღლების მიზნით;
- საერთაშორისო კამპანიაში - #SaferInternet day მონაწილეობა;
- პროექტის ვებ-გვერდის შექმნა პროექტის აქტივობებისა და კიბერგანათლების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით;
- კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სემინარების დაგეგმვა და ორგანიზება სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;
- სემინარების დაგეგმვა და ორგანიზება საგანმანათლებლო სფეროსა და ფართო მასებისთვის;
- ჰაკათონის ორგანიზება;
- ფართომასშტაბიანი ფორუმის დაგეგმვა და ორგანიზება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიებში ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდასაჭერად.
ღონისძიებების კალენდარი
უსაფრთხო ინტერნეტის დღე
მონაწილეთა რაოდენობა: 200
ღონისძიების ჩატარების დრო: 9 თებერვალი, 2021
სემინარების სერია: კიბერუსაფრთხოებაბავშვებითვის
მონაწილეთა რაოდენობა: 650
ღონისძიების ჩატარების დრო: თებერვალი-მარტი, 2021
სტუდენტების ჰაკათონი
მონაწილეთა რაოდენობა: 40
ღონისძიების ჩატარების დრო: გაზაფხული, 2021
სემინარების სერია: კიბერუსაფრთხოება საგანმანათლებლო სექტორისა და ფართო საზოგადოებისთვის
მონაწილეთა რაოდენობა: 150
ღონისძიების ჩატარების დრო: გაზაფხული, 2021
ფორუმი
მონაწილეთა რაოდენობა: 200
ღონისძიების ჩატარების დრო: 11 თებერვალი, 2022
მასალები:
მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის
გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის
ჩატარებული ღონისძიებები:
"უსაფრთხო ინტერნეტის დღე" ფართო
საზოგადოებისთვის და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის; 9 თებერვალი,
2021
ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის -
"კიბერუსაფრთხო ინტერნეტი"; 17 მარტი,
2021
ვორქშოფი მშობლებისთვის -
"უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისთვის"; 19 მარტი,
2021
ვორქშოფი სკოლის მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის -
"უსაფრთხო ინტერნეტი"; 26 მარტი, 2021
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგი
ელ-ფოსტის საშუალებით: international@btu.edu.ge
წინამდებარე ბმული და მასში მოცემული ინფორმაცია ასახავს მხოლოდ ავტორების მოსაზრებას და ევროკავშირი არ არის პასუხისმგებელი წარმოდგენილ ინფორმაციაზე. ავტორების სტილი დაცულია.